იონიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იონიკები-დან)
იონიკი — (შუაფრანგ. ionique<ლათ. Iōnicus<ბერძ. Iōnikós იონიური, იონიელებთან დაკავშირებული) – ორნამენტული დეტალი, რომელიც, ჩვეულებრივ, ამშვენებს ნაოთხალ ლილვს და მიიღება ოვალური ამოზნექილობის, კვერცხისებრი, ისრული და ფოთლოვანი მწკრივების მონაცვლეობით. გამოიყენება კლასიკური იონიური და კორინთული არქიტექტურული ორდერების სვეტისთავებში, ფრიზებსა და კარნიზებში
წყარო
სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი, თამაზ ხმელიძის რედაქციით თბ.2015