კავკასიური იორდასალამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იორდასალამი-დან)
კავკასიური იორდასალამი – (Paeonia caucasica [Schipcz.] Schipcz. = Paeonia daurica corifolia [Rupr.] D.Y. Hong);
ოჯახი: იორდასალამისებრნი (Paeoniaceae).
50-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან ოდნავ დაკლაკნილი. შეფოთლილი. ფოთოლი ორივე მხარეს შიშველია ან ქვემოდან შებუსული. ფოთლის ნაკვთები მოგრძო-ოვალურიდან თითქმის მომრგვალომდეა. ყვავილი მეწამული ფერისაა, გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებურია. მტვრიანას ძაფები მეწამულ-წითელია. ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობისა და მთის ქვედა სარტყლის მცენარეა. იზრდება მუხნარებსა და რცხილნარებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – უჯარმისა და ბაკურციხის – მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში.