ამერიძე იოსებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოსებ ამერიძე-დან)
ამერიძე, იოსებ მღვდელი, იგივე ქეშიშ დარდი-მანდი (XVIII - XIX სს.) – მოლექსე მოძღვარი და მსახიობი. მონაწილეობდა ერეკლე II-ის დროის თეატრში, როგორც მსახიობი. წერდა ლექსებსაც და მღეროდა კიდეც, რასაც მღვდელმთავარი უშლიდა. ამის გამო იოსებ ამერიძეს მღვდელმთავართან ლექსებით პოლემიკაც ჰქონდა. სხვათა შორის, დოსითეოს ეპისკოპოსს ერთ ლექსზე პასუხი ლექსითვე გასცა:
- „დოსითეოს არქიერი ბელოსა,
- ვინ იქნება იმას დაეტოლოსა,
- ... მე დამიშლის შესვლას პალატასა,
- თვით კი მუდმივ მოივლის ავლაბარსა“
- [პალატას ძველად თეატრს უწოდებდნენ].
ლიტერატურა
1. ჭიჭინაძე, ზ. ქართული თეატრალური მწერლები // თეატრი და ცხოვრება. – 1910. – № 10. – გვ. 11-13.