მეზურნიშვილი ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ირაკლი მეზურნიშვილი-დან)
ირაკლი მეზურნიშვილი – დაიბადა 1985 წლის 2 აგვისტოს ქ. თბილისში. ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. პროფესორი.
განათლება – დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი („მგიმო“); საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი (2006); გაიარა სამაგისტრო კურსი სპეციალიზირებული დიპლომატიის განხრით (2006-007)
სამუშაო გამოცდილება
- საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ მუშაკი (2010-2013)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (2015-)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, კასპის №39 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (17-12-2020), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (23-12-2020)