ქავთარაძე ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ირაკლი ქავთარაძე-დან)
ირაკლი ქავთარაძე – დაიბადა 1973 წლის 22 ნოემბერს ოზურგეთში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1996).
სამუშაო გამოცდილება
- იბერია-პრაიმ ჯგუფის პროგრამების ანალიტიკოსი (1996-1997)
- უცხოური ინვენსტიციების ხელშემწყობი ცენტრი ფინანსური ანალიტიკოსი (1997-1999)
- ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "ველი" ფინანსური დირექტორი (1999-2001)
- გაეროს განვითარების პროგრამა, ანალიტიკოსი. (2001-2002)
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
საპატიო წოდება
ჯილდო საქართველოს დემოკრატიზაციაში შეტანილი წვლილისთვის (01-01-2003)