ნადირაშვილი ირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ირმა ნადირაშვილი-დან)
ირმა ნადირაშვილი – დაიბადა 1970 წლის 15 მარტს სიღნაღში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
- სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი (1994-2005).
- ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილე (2005-2007)
- შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2008)
- სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პროგრამა "პოსტ სკრიპტუმის" მთავარი პროდიუსერი (2008-2009)
- სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი (2009-2010)
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (2010-2012).
პარლამენტის წევრი
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მდივანი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე (2016-2019). ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ფრაქციის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015