კარადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კართანულა-დან)
კარადა (კართანულა (თუშ.) - ავეჯის სახეობა. თავდაპირველად კარადა კიდობნის ნაწილს შეადგენდა და მასთან შეთავსებით იყო. კიდობანთან გაერთიანებულ კარადას ორი კარი ჰქონდა, ორივე ერთ ვერტიკალზე იყო აბმული. კიდობანთან შეთავსებული კარადა, რომელიც ჯამ-ჭურჭლის შესანახს წარმოადგენდა, დროთა ვითარებაში გამოეყო მას და ყოფაში დამკვიდრდა კართანულას სახელწოდებით.