ჩიტაია კახა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კახა ჩიტაია-დან)
კახა ჩიტაია – დაიბადა 1951 წლის 23 მარტს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1974); ასპირანტურა (1987).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა.
- საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი (1992-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.