ქუთათელაძე კირილე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კირილე ქუთათელაძე-დან)
ქუთათელაძე კირილე პეტრეს ძე (22.II.1861 - 1929) - გენერალი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
- დაამთავრა მიხეილის სახელობის საარტილერიო სასწავლებელი. გაიგზავნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში.
- პოდპორუჩიკი (1881).
- პორუჩიკი (1884)
- I თანრიგით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო აკადემია (1886).
- შტაბსკაპიტანი (1886).
- კაპიტანი (1893, წარჩინებისთვის).
- 1897-1903 წლებში მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის უფროსი.
- პოდპოლკოვნიკი (1898).
- 1903 წლიდან ჩუგუევსკის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- პოლკოვნიკი (1904).
- 1904-1909 წლებში ვილნოს სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსი.
- 1909 მე-6 სარეზერვო საარტილერიო დივიზიონის უფროსი.
- 1909-1910 წლებში არტილერიის გენერალური ინსპექტორის დავალებათა შტაბოფიცერი.
- გენერალ-მაიორი (1910; წარჩინებისთვის).
- 1910-1916 წლებში არტილერიის გენერალური ინსპექტორის დავალებათა გენერალი.
- 1916 წლიდან უმაღლესი მთავარსარდლის, არტილერიის საველე ინსპექტორის დავალებათა გენერალი.
- გენერალ-ლეიტენანტი (1916; წარჩინებისთვის).
დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II ხარისხის, წმ. ანას II ხარისხის, წმ. ვლადიმირის III ხარისხის, წმ. სტანისლავის I ხარისხის, წმ. ანას I ხარისიხის, წმ. ვლადიმირის II ხარისხის ორდენებით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო ქართული არმიის არტილერიის უფროსი. წავიდა ემიგრაციაში. მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1926 გახდა ბრიგადის გენერალი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www. grwar. ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი