ფორტიუნო კლოდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კლოდ ფორტიუნო-დან)
ფორტიუნო კლოდ - (ფრ. FORTUNO CLAUDE). ფრანგი ჟურნალისტი და პოეტი კლოდ ფორტიუნო მრავალი წელი რადიოში მუშაობდა; იყო პოპულარულ რადიოგადაცემათა ციკლის („დიალოგი ექსპრომტად, იცოცხლეთ, ყოველდღიური ბედნიერება“ და სხვ.) ავტორი.
პოეტური ნაწარმოებებისთვის არაერთხელ მიუღია ლიტერატურული პრემია. როგორც დრამატურგი, ავტორია რამდენიმე უცხოური პიესის თარგმან-ადაპტაციისა და მრავალრიცხოვანი ერთაქტიანი პიესების და სკეტჩებისა; მათ შორის ყველაზე ცნობილია
- „მსხვერპლი“ (1969);
- „კონფრონტაცია“ (1972);
- „ფილიგრანი“ (1979).