ლურსმანაშვილი კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კობა ლურსმანაშვილი-დან)
კობა ლურსმანაშვილი – დაიბადა 1970 წლის 05 მარტს ხარაგაულში. — იურისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სამრეწველო ეკონომიკური ტექნიკუმი (1988-1990); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (1990-1995).
სამუშაო გამოცდილება
- სოფ. თეთრიწყაროს კოლმეურნეობა, კოლმეურნე წევრი (1987-1988)
- ა/ს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების დაცვის ლიგა“, იურისტი (1994-1996)
- ხარაგაულის რაიონის საკრებულო, „ადამიანის უფლებების კომისიის„ თავმჯდომარე (1998-2002)
- კიცხის თემი, გამგებელი (2002-2003)
- ფინანასთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, უფროსის მ. შ. (2003-2004)
- ინდივიდუალური მეწარმე (2004-2009)
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი (2009-2013)
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, გამგებელი (2013-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, ბაღდათის №51 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.