ნაკაიძე კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კობა ნაკაიძე-დან)
კობა ნაკაიძე – დაიბადა 1961 წლის 31 მაისს ქობულეთში. — ექიმი, პოლიტიკოსი.
განათლება – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი პედიატრიის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
- ქობულეთის №2 რაიონული საავადმყოფოს პედიატრი (1988-1993)
- ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე (1993-1995)
- ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი (1995-2005)
- აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი (2012-2015)
- აჭარის სახელმწიფო ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი (2015-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, ქობულეთის №71 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ - წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.