ნაყოფია კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კობა ნაყოფია-დან)
კობა ნაყოფია – დაიბადა 1969 წლის 22 თებერვალს ქ. გალში. — ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1993); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი (1993-1995)
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
სახელმწიფო ჯილდოები
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (24-05-2010)
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი ბიზნესმენები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები