სერვეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კოლომბინა-დან)
სერვეტა — (იტალ. servetta), იტალიურ კომედია დელ’არტეს პერსონაჟი. ახტაჯანა გლეხის გოგოს ტიპი. სერვეტა აქტიურ მონაწილეობას იღებდა სიუჟეტის განვითარებაში. გამოდიოდა უნიღბოდ. სერვეტას გავრცელებული სახელები იყო ფრანჩესკინა, სმერალდინა, კოლომბინა.