გუნცაძე კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კონსტანტინე გუნცაძე-დან)
კონსტანტინე გუნცაძე – დაიბადა 1968 წლის 4 სექტემბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1989-1994); ასპირანტურა (1995-1998).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახ.ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2000-2004)
- პგ „ახალი მემარჯვენეები (ახლები)“-ის ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე (2002-2003)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- 2007 წლის ოქტომბრიდან პ/გ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი;
- „ქართული პარტიის“ გენერალური მდივანი (2010-2011).
- არასამთავრობო ორგანიზაციის - „ამომრჩეველთა ლიგა“ თანადამფუძნებელი (2012).