მგალობლიშვილი კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კონსტანტინე მგალობლიშვილი-დან)
კონსტანტინე მგალობლიშვილი – დაიბადა 1940 წლის 7 ივნისს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი (1970).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- მგალობლიშვილები