კონტრფორსი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კონტრფორტი (არქიტექტურა)-დან)
კოლომნის კრემლის კედელი, რუსეთის ფედერაცია
კონტრფორტი (კონტრფორსი) − (ლათ. contrā წინააღმდეგ, საწინააღმდეგო, საპირისპირო, მოპირდაპირე და fortis ძლიერი, მაგარი) – ბუტრესი, გვერდსამაგრი, კედლის ბურჯი; კედლის ვერტიკალური ან დახრილი მასიური შვერილი, რომელსაც გადაეცემა გვერდული განმბრჯენი და ზრდის კედლის მდგრადობას. განსაკუთრებით გავრცელებულია გოტიკურ არქიტექტურაში. ის შეიძლება იყოს მზიდი კედლის ნაწილი ან მისგან მოშორებული 2-3 მეტრით და დაკავშირებული ამ კედელთან გადაკიდებული თაღების – არკბუტანების მეშვეობით.