კუკულავა კორნელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კორნელი კუკულავა-დან)
კორნელი კუკულავა – დაიბადა 1949 წლის 16 ივნისს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
განათლება – საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას;
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო (2007-2008);
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.