მამალაძე ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლევან მამალაძე-დან)
ლევან მამალაძე – დაიბადა 1968 წლის 17 იანვარს თბილისში.
განათლება – საქართველოს ზოოვეტერინარული სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი (1992). სამხედრო სამსახური (1986-88).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა;
- ბიზნეს საქმიანობა;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): პროპორციული წესით, №4 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს მწვანეთა პარტია, კომისიის მდივანი.
- საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე (1994),
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (2003).
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში (1994-2003).