დიფილობოთრიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლენტურა ფართო-დან)
დიფილობოთრიუმი - (Diphyllobotrhrium; ბერძნ. dis ორჯერ + phyllon ფოთოლი + botrion ღრმული) – ლენტურების გვარი.
Diphyllobotrhrium latum (ფართო ლენტურა, ლათ. latus ფართო) – სახეობა, პარაზიტობს ადამიანის, აგრეთვე ძაღლის, კატის, ყარსაღის, კვერნას წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – კიბო-ციკლოპები, დამატებითი მასპინძელი – მტკნარი წყლის თევზები. დიფილობოთრიოზის აღმძვრელი.