მელიქსეთ-ბეგი ლეონ მელიქსეთის ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლეონ მელიქსეთ-ბეგი-დან)
მელიქსეთ-ბეგი ლეონ მელიქსეთის ძე - (1890, თბილისი - 1963, თბილისი) - არმენოლოგი, პროფესორი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაამთავრა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918 წლის 13 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ლ. მელიქსეთბეგი მოიწვია უნივერსიტეტში სომხური ენის ლექტორად.
1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო არმენოლოგიის კათედრის გამგე მუშაობდა ლიტმცოდნეობის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიის, ტექსტოლოგიისა და სხვა საკითხებზე.
ავტორია შრომებისა:
- „ქართველების ნათესაობა ესპანელებთან უძველესი წყაროების მიხედვით“ (1911),
- „მეგალითური კულტურა საქართველოში“ (1938),
- „საქართველოს ისტორიული წერილობითი წყაროების პუბლიკაციები“ (1949),
- „ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ“ (1934-1955) და ა.შ.
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
ს. ჯიქია, ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცხოვრება და მოღვაწეობა, „თსუ შრომები“, ტ. IX, 1962.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი