ისაკაძე ლიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლიანა ისაკაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიანა ისაკაძე

ლიანა ისაკაძე − (2 აგვისტო 1946, თბილისი – 5 ივლისი, 2024), ქართველი მევიოლინე და დირიჟორი. საქართველოს (1974) და სსრკ (1988) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველისა (1983) და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიების (1979), მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების (მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის, პარიზი, 1965, I პრემია; პ. ჩაიკოვსკის სახელობის, მოსკოვი, 1970, III პრემია; სიბელიუსის სახელობის, ჰელსინკი, 1970, I პრემია) ლაურეატი.

დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა (პროფ. ლ. შიუკაშვილის ხელმძღვანელობით). 1956 იყო რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი, 1957 ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი, ხოლო 1961 საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. 1968 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (პროფ. დ. ოისტრახის კლ.). 1971-იდან იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1981-97 საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო. 1988 ვენაში ჩატარდა მუსიკალური ფესტივალები, რომელშიც თვითონ და მისი ორკესტრიც მონაწილეობდნენ. 1990-დან მოღვაწეობდა გერმანიაში, მის მიერ დაარსებულ მუსიკალურ აკადემიაში, სადაც სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის (მ. შ. საქართველოს) ნიჭიერი სტუდენტები. გერმანიის ქ. ინგოლშტადტში ისაკაძემ დააარსა ქართული კულტურის ცენტრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა ქართველ ხელოვნების მოღვაწეებს მათი შემოქმედების გამოფენა-გაყიდვაში, უნიშნავს სტიპენდიებს. 1999 ჩამოაყალიბა საქართველოს სიმებიანი ორკესტრის ახალი კოლექტივი.

ლიანა ისაკაძრ თანამედროვეობის გამოჩენილი მევიოლინეა. მისი შესრულება აღინიშნება არტისტიზმით, ღრმა მუსიკალობით, ვირტუოზული ტექნიკით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ლ. ისაკაძე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების (ო. თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტი) პირველი შემსრულებელია. მონაწილეობდა ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“ (1975). მასზე გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი „ლიანა ისაკაძე“ (1974). 80-იან წლებში ატარებდა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებს ბიჭვინთაში, 2002-დან – ბორჯომში, თავის ორკესტრთან ერთად 2000 მოაწყო საკონცერტო მომლოცველობა „პოლიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში“ (გადაღებულია ტელეფილმი. რეჟ. ს. ვახტანგოვი).

ლ. საყვარელიძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები