ჭიღლაძე ლია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლია ჭიღლაძე-დან)
ჭიღლაძე ლია – (1940), ქართველი პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა ცერონისში (ქარელი). სწავლობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მუშაობდა რამდენიმე ჟურნალ-გაზეთი, მათ შორის ცხინვალის ქართულ გაზეთში („საბჭოთა ოსეთი“), „საერთო გაზეთი“, „საქართველოს რესპუბლიკაში“ და სხვა. არის პოპულარული სიმღერის „ტირიფების“ ტექსტის ავტორი (კომპოზიტორი – ზურაბ მანაგაძე). გამოცემული აქვს კრებულები: „ჩემი სიყვარული მოგაბარე“ (1993), „შემომიწირავს გული“.
- ტირიფები
- აღარც დაბნეული მძივი ვარ და
- აღარც მარცვალ–მარცვალ ვიკრიფები,
- ნუთუ არ გინახავს წვიმის ფარდა,
- ან გაცინებული ტირიფები...
- მე გაზაფხულივით მოგეპარე
- და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
- ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
- ეს უნაზესი და თოთო ბავშვი
- ჩვენი სიყვარული მოგაბარე...
- კიდევ ნისლიანი მთები მიყვარს,
- შენგან გათელილი ბილიკები,
- ასე ნეტავი რამ გააცინა
- ოი, ეს მტირალა ტირიფები..
- მე გაზაფხულივით მოგეპარე
- და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
- ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
- ეს უნაზესი და თოთო ბავშვი
- ჩვენი სიყვარული მოგაბარე...