კილაძე ლილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლილე კილაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლილე კილაძე

ლილე კილაძე – (13 აპრილი 1928, თბილისი − 15 ოქტომბერი 1978, იქვე], ქართველი დირიჟორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1977).

სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ჩელოსა (1945-50) და სადირიჟორო (1950-55, ხემძღვანელი ა. გაუკი) კლასებში. 1954-57 მუშაობდა ქ. სარატოვის ოპერისა და ფილარმონიის სიმფონიურო ორკესტრის დირიჟორად. 1959-იდან საქარტველოს ტელერადიოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. სისტემატურად მართავდა კონცერტებს. პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკას. ლილე კილაძე იყო ქართველი კომპოზიტორების შ. მშველიძის, რ. გაბიჩვაძის, ს. ნასიძის, ს. ცინცაძის, ო. თაქთაქიშვილისა და სხვ. ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი. მისი დირიჟორობით საქართველოში პირველად შესრულდა ჰაიდნის ორატორია „წელიწადის დრონი“, ბრუკნერის მე-6 სიმფონია, ჰინდემითის სიმფონია „მხატვარი მატისი“ და სხვ. 1979 (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები