ლილვი (მანქანის ნაწილი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლილვაკი (მანქანის ნაწილი)-დან)
ლილვი (ლილვაკი) − [ინგლ. round (bowtell) < შუაინგლ. rond მრგვალი < ძვ. ფრანგ. ront ღერო < ლათ. rotundus მრგვალი, წრიული), მანქანის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მაბრუნი (მგრეხი) მომენტის გადასაცემად და მასზე დასმული დეტალის შესაკავებლად (საყრდენად), ზოგი ლილვის გამოკლებით (მაგ., კარდანული, დრეკადი, ტორსული). მარტივი კონსტრუქციის სწორ ლილვს აქვს მბრუნავი სხეულის ფორმა. ცნობილია ე.წ. სიმძლავრის ამრთმევი ლილვი, რომლის მეშვეობითაც მანქანის (ტრაქტორის) ძრავის სიმძლავრის ნაწილი გადაეცემა მისაბმელი ან საკიდი მოწყობილობის სამუშაო ორგანოებს;