ტომსონი უილიამ
უილიამ ტომსონი (ლორდი კელვინი) – (ინგლ. William Thomson, 1824-1907), ინგლისელი ფიზიკოსი.
უილიამ ტომსონი იყო ბელფასტის (ირლანდია) ერთ-ერთი სკოლის პროფესორის ვაჟი. 15 წლის ასაკში შევიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ფიზიკას და მათემატიკას სწავლობდა, შემდეგ პარიზში გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თავისი სიცოცხლის 22-ე წელზე გახდა გლაზგოში ფიზიკის პროფესორი, აქ მოაწყო თავისთვის კვლევითი ლაბორატორია. ამ ლაბორატორიის აღჭურვისათვის სახსრები მიიღო ტექნიკური გამოგონებებით, რომლებმაც ფული და სახელი მოუტანა.
1892 წელს მეცნიერული დამსახურებისათვის მიიღო ლორდი კელვინის ტიტული.
ლორდი კელვინი მუშაობდა ფიზიკის სხვადასხვა დარგში ძირითადად მუშაობდა თერმოდინამიკაში და ღრმად გაცივების პრობლემებზე. ჯოულთან ერთად აღმოაჩინა გაზის გაცივების მოვლენა (დაბალ ტემპერატურაზე) მაღალი წნევის ჭურჭლიდან დაბალი წნევის მქონე ჭურჭელში გადასვლისას ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ღრმად გაცივების ტექნიკაში.
კელვინმა ჩამოაყალიბა შეხედულება: ენერგიის შენახვა არის ბუნების კანონი. კელვინსავე მიეკუთვნება თერმოდინამიკის მეორე საწყისის ფორმულირებაც, რომელიც კლაუზიუსისგან დამოუკიდებლად მოგვცა.
გარდა ამისა, კელვინი ტემპერატურათა აბსოლუტური სკალის შემქმნელია, რომელსაც კელვინის სკალა. ეწოდება. აბსოლუტურ ტემპერატურათა სკალას, რომელიც დამყარებულია იდეალური გაზის კანონებზე, ტემპერატურათა თერმოდინამიკური სკალაც ეწოდება. აბსოლუტური ნული აღნიშნავს იმ ტემპერატურას, რომელზეც იდეალური გაზის წნევა ნულს უტოლდება.
კელვინის სკალამ ფართო გამოყენება პოვა თერმოდინამიკაში. მან გააადვილა ყველა გამოთვლები და ბევრი მოვლენის გაგება. ეს სკალა ახლა ფიზიკის ბევრ დარგში და ქიმიაში გამოიყენება.
კელვინი მუშაობდა ჰაერის გათხევადებაზეც. აინტერესებდა ელექტრული რხევების საკითხები. ზუსტად დაადგინა და გამოირკვია კავშირი რხევის სიხშირესა და თვითინდუქციას შორის, აგრეთვე განსაზღვრა მათი ხანგრძლივობა.
მთელი სიცოცხლე მუშაობდა გლაზგოს უნივერსიტეტში.