მარტენსი ლუდვიგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლუდვიგ მარტენსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ მარტენსი

ლუდვიგ მარტენსი – (1874-1948), რუსეთის საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე. საბჭოთა მეცნიერი. სამეურნეო მოღვაწე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1935). 1895 შევიდა „მუშათა კლასის განთავისუფლების ბრძოლის კავშირში“. 1986 დააპატიმრეს 3 წლის პატიმრობის შემდეგ გაასახლეს გერმანიაში, სადაც გახდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1906 ემიგრაციაში იყო ინგლისში. 1916 – აშშ-ში. საზღვარგარეთ განაგრძობდა რევოლუციურ მოღვაწეობას. 1919 დაინიშნა სსრკ ოფიციალურ წარმომადგენლად აშშ-ში. ჩამოაყალიბა საბჭოთა რუსეთისათვის ტექნიკური დახმარების საზოგადოება. 1921-დან იყო სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და „გლავმეტალის“ თავმჯდომარე. 1924-26 – სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსთან არსებული გამომგონებლობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. 1927-41 – „ტექნიკური ენციკლოპედიის“ მთავარი რედაქტორი.


იხილე აგრეთვე

მარტენსის მისია

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები