მთიბელაშვილი ლუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლუკა მთიბელაშვილი-დან)
მთიბელაშვილი ლუკა − (1927), ქართველი პოეტი. დაიბადა ლაფანყურში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა 4 კლასი და დაიწყო შრომითი საქმიანობა კოლმეურნეობაში. ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას ვერ აქცევდა. 1973 წლიდან მესამე ჯგუფის ინვალიდია. მალე მხედველობა დაუქვეითდა და 1980 წლიდან სრულიად დაეკარგა. მაგრამ ამას არ შეუშინდა, ჯერ გონებაში თხზავდა ლექსებს, შემდეგ კი კარნახობდა ჩასაწერად. ზეპირად იცოდა არა მარტო თავისი ლექსები, არამედ ძალიან ბევრი ხალხური ლექსი და ვაჟას თითქმის ყველა პოემა.
- * * *
- მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
- ადგილო მთა-გორიანო,
- თვალუწვდენელო ჭალებო,
- მთების კალთებო, ტყიანო,
- მთებო, ყოველთვის მდუმარევ,
- ჭიუხნო ნადირიანო,
- ჯიხვების კვალზე მავალო,
- ვაჟავ , ფეხწრიაპიანო,
- როდისა ნახო ტივლები,
- სიათა გაახმიანო,
- კლდის ძირში ცეცხლი დაანთო,
- შამფურებ დაატრიალო.
- შენაც მიყვარხარ, ლოპოტავ
- მთების ანკარა წყლიანო,
- ხან ამღვრეულო, მყვირალო,
- ხან დროს წყნარო და ჭკვიანო,
- ფრთხილად იარე, ძმობილო,
- არაფრით დაგვაზიანო.
- ჩემო ლამაზო სოფელო,
- სამოთხევ ყვავილიანო,
- დედის რძესავით ტკბილო და
- დედის მკერდივით რძიანო,
- წყლითა, ტყითადა მიწითა −
- ყველაფრით ბარაქიანო.
- ფშავლების დედაქალაქო,
- ლაფანყურს გეძახიანო.