ლუქსემბურგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო-დან)
ლუქსემბურგი (Luxemburg – ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო) – სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში.
ფართობი – 2,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 500 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ფრანგული და გერმანული.
დედაქალაქი – ქ. ლუქსემბურგი.
ადმინისტრაციულად იყოფა 3 ოლქად. ლუქსემბურგში კონსტიტუციური მონარქიაა.
სახელმწიფოს მეთაურია დიდი ჰერცოგი, საკანონმდებლო ორგანოა დეპუტატების პალატა, აღმასრულებელი – მთავრობა.
ლუქსემბურგი თანამედროვე საზღვრებში ჩამოყალიბდა 1839 წელს. არის განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა. 1949 წლიდან – ნატოს წევრი ქვეყანა.
საერთაშორისო აეროპორტი – ფინდელი (ლუქსემბურგი).
შეიარაღებული ძალები – საერთო შემადგენლობით 900 კაცი (2012).
სახმელეთო ჯარებში შედის საავიაციო ესკადრილია. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.