მიქელაიშვილი მაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მაია მიქელაიშვილი-დან)
მაია მიქელაიშვილი (მთვარელი) – ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ქალაქ ბათუმში, 1962 წლის 22 ივლისს. დაამთავრა ქ. ბათუმის №6 საშუალო სკოლა; შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: „გაზაფხულო, გევედრები“ (1991), „ნოსტალგია“ (1997).
ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას (თარგმნის ბელა ახმადულინას ლექსებს).