ნათაძე მაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მაია ნათაძე-დან)
მაია ნათაძე – დაიბადა 1929 წლის 27 მაისს თბილისში. — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, პროზაული და პოეტური მხატვრული თარგმანების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1952).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).