მიქელაძე მალხაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მალხაზ მიქელაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მიქელაძე მალხაზ – (Mikeladze Malkhaz), ქართველი დიპლომატი, 2011-2015 წლები საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში რეზინდეციით ქ. მეხიკოში – აკრედიტებული გვატემალის რესპუბლიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, იამაიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, კუბის რესპუბლიკაში, პანამის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში

დაიბადა 1 ოქტომბერი, 1967 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1984-1991 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მიიღო ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით ინჟინერმშენებლის კვალიფიკაცია;
1999 – დაასრულა ქ. გარმიშ-პარტენკირხენის უსაფრთხოების საკითხთა მარშალის სახელობის ცენტრის სასწავლო კურსი;
2002 – დაასრულა ქ. რომის ნატოს კოლეჯის უმაღლესი დონის კურსები.

სამუშაო გამოცდილება:
1991-1996 – მეტრომშენის საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1996-1998 – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი;
1997 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი;
1998-1999 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ატაშე;
1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის მე-2 მდივანი;
2000-2001 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის პირველი მდივანი;
2001-2003 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი;
2003-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006 – დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე;
2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2006-2010 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში;
2015-2016 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2017-დან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
აცტეკის არწივის ორდენი – მექსიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები