რაიკი მამე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამე რაიკი-დან)
მამე რაიკი – დაიბადა 1950 წლის 3 მარტს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის წევრი;
- ქურთული კულტურული საქველმოქმედო ფონდის - „იაკტი“ დამაარსებელი და პრეზიდენტი (1997-2000).