მდინარაძე მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამუკა მდინარაძე-დან)
მამუკა მდინარაძე – დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი. სამართლის დოქტორი.
განათლება – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი (2000).
სამუშაო გამოცდილება
- შსს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი (1996-2001)
- დავით გურამიშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, მოწვეული ლექტორი (1999-2006)
- ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახური, გამომძიებელი (2001-2004)
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი (2004-)
- სას „თბილისის იურიდიული ცენტრი“, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი (2007-2014)
- (ა)აიპ „სამართლის მონიტორინგის ცენტრი", დამფუძნებელი (2009-2014)
- (ა)აიპ „ადვოკატთა ალიანსი“, თავმჯდომარე (2014-2016)
- შპს „ლიგალ კონსალტინგ გრუპი“, ადვოკატი, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი (2014)
- „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდი“, პრეზიდენტი (2014-2016)
- შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“, დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი (2015-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, თბილისის №4 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (25-11-2019-11-12-2020); პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (26-11-2019-11-12-2020).
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარე (11-12-2020);