დანგაძე მანანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მანანა დანგაძე-დან)
დანგაძე მანანა –(1950), პოეტი, წერს 12 წლის ასაკიდან. გამოცემული აქვს კრებული „სევდის ანარეკლი”; მის ლექსებზე სიმღერები აქვთ შექმნილი, როგორც მის მეუღლეს — ვაჟა აზარაშვილს, ასევე ნუნუ დუღაშვილს, მარიკა კვალიაშვილს და სხვებს.
- * * *
- მაინც მოვა გაზაფხული,
- ჩამოდნება ყინული,
- გადაიყრის ზეცა ღრუბელს
- სევდით შემოზვინულით.
- აყვავდება ყოჩივარდა,
- ისევ მოვა მაისი,
- შემომახვევს ფიქრებს დარდად,
- ჩვეულ სიდარბაისლით.
- მაინც მოვა გაზაფხული,
- მოვა, მაგრამ უშენოდ...
- სევდასა და ამ კაეშანს
- რაღაც უნდა ვუშველო...