დადიანი მანუჩარ I
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მანუჩარ I დადიანი-დან)
მანუჩარ I დადიანი – ოდიშის მთავარი 1590-1611, ლევან I დადიანის ძე. გარკვეული გავლენა მოიპოვა იმერეთის სამეფოზე. მანუჩარ I დადიანმა დიდი დახმარება გაუწია როსტომს ქართლის მეფე სვიმონ I-თან ბრძოლაში; მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ოფშკვითის ბრძოლაში, სადაც სვიმონ I დამარცხდა. ამ ბრძოლის შემდეგ როსტომ მეფემ საბოლოოდ დაიმკვიდრა იმერეთის ტახტი.
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4. თბ, 1974.
- ანთელავა ი. ლევან II დადიანი, თბ, 1999