ჯაყელი მანუჩარ I
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მანუჩარ I ჯაყელი-დან)
მანუჩარ I ჯაყელი – სამცხის ათაბაგი 1516-18. ყვარყვარე II-ის ძე. 1516 ტახტი წაართვა ძმისშვილს. ყვარყვარე III-ს, მაგრამ ორ წელიწადში ყვარყვარემ სპარსელთა დახმარებით ტახტი დაიბრუნა.