კვალიაშვილი მარიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარიკა კვალიაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიკა კვალიაშვილი

მარიკა (მარიამ) კვალიაშვილი – (7 მაისი 1937, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი, წლის საუკეთესო კომპოზიტორი (საესტრადო სიმღერებისათვის 2005), თბილისის საპატიო მოქალაქე (2009), ღირსების ორდენი (1995), „ხელოვნების ქურუმი“. ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის მ. თარხნიშვილის შვილიშვილი.

1961 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის სპეციალობით (პედ. ი. ტუსკია). ავტორია სასტრადო სიმღერების, ოდების, გუნდებისა და სხვ.

მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე (2010).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები