ადემირი მარკეს დე მენეზესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარკეს დე მენეზეს ადემირი-დან)
მარკეს დე მენეზეს ადემირი – (პორტ. Ademir Marques de Menezes; 8 ნოემბერი 1922, რეისიფი — 11 მაისი 1996 რიო-დე- ჟანეირო), ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა „ვასკო და გამაში" (1942-46, 48-56) და „ფლუმინენსეში” (1946-48). მსოფლიოს 1960 წლის ვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლი). ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი (პირველი: 21.1.1945 კოლუმბია 3-0, ბოლო: 15.3.1953 ურუგვაი 1-0) და გაიტანა 32 გოლი.