კეზის ანგელოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მეკეზისწვრე ანგელოზი-დან)
კეზის ანგელოზი – სახლის მფარველი სული, რომელიც კეზზე, სახლის მთავარ, ჰორიზონტალურად გადებულ ძელზე ზის და იცავს მის კეთილდღეობას. კეზის გატეხა ანგელოზის მიერ სახლის დატოვების მომასწავებელია, კერძოდ, ის ნიშნავს ოჯახის უფროსი მამაკაცის სიკვდილს. „კეზ გატყდა, კერას გაერეკაო“, იტყვიან, ანუ გატეხილი და ძირს ჩამოვარდნილი კეტი კერაში ჩავარდაო.