კოკოჩაშვილი მერაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მერაბ კოკოჩაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერაბ კოკოჩაშვილი

მერაბ კოკოჩაშვილი – (დ. 21 მარტი, 1935, თბილისი), კინორეჟისორი, კინოპუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ვენის ფესტივალის პრიზიორი (1960), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).

დაიბადა 1935 წლის 21 მარტს. 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, გრიგორი შიროკოვის სახელოსნო.

ხელმძღვანელობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიას 1976 წლიდან, მის საბოლოო დახურვამდე, 2005 წლამდე.

1989 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფოუნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინო-ტელე ფაკულტეტის, ლიტვის კინოსარეჟისორო ჯგუფის ხელმძღვანელი და პედაგოგი ამავე ინსტიტუტში.

2012 წლიდან ხელმძღვანელობს ჯგუფს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (სამაგისტრო პროგრამა - მხატვრული კინოს რეჟისურა).

დააფუძნა ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირი „ახალი სტუდია“, სადაც გაერთიანდნენ თანამედროვე ქართული კინოს ახალი თაობის წარმომადგენლები.

არის დოკუმენტური და მხატვრული ფილმების რეჟისორი, სცენარის ავტორი და აქტიური საზოგადო მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1986 წ.); რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987 წ.).

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებმა უამრავი ჯილდო მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებზე:

  • 1960 წ. „ხმელი წიფელი“ - ვერცხლის მედალი, ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალი.
  • 1966 წ. „მიხა“ - ობერჰაუზენის ფესტივალი, დიპლომი.
  • 1968 წ. „დიდი მწვანე ველი“ - ერევნის ფესტივალი „პრომეთე“. მთავარი პრიზები: საუკეთესო რეჟისურისთვის, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (დოდო აბაშიძე) და საუკეთესო სახვითი გადაწყვეტისთვის.
  • 1987 წ. „გზა“ - რუსთაველის პრემია.
  • 1995 წ. „დიდი მწვანე ველი“ - პიზარო. კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, ფილმი შევიდა მსოფლიო კინოს 100 საუკეთესო ფილმის სიაში.
  • 2000 წ. „ნუცას სკოლა“ - მინსკის ფესტივალი „JIucronau“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ზაზა პაპუაშვილი) და საუკეთესო სახვითი გადაწყვეტისთვის.
  • 2001 წ. „ნუცას სკოლა“ - ვერცხლის პრიზი, რიაზანის ფესტივალი „3олотой витяз“.


წყარო

შტრიხები შემოქმედებითი პორტრეტისთვის (კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები