სათვალთვალო პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მეწინავე სათვალთვალო პუნქტი-დან)
სათვალთვალო პუნქტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი, საიდანაც წარმოებს მოწინააღმდეგის, საკუთარი ჯარების მოქმედებებისა და ადგილმდებარეობის (აკვატორიის) განუწყვეტელი თვალთვალი; სამეთაურო პუნქტის ერთ–ერთი ელემენტი.
ბრძოლის ცალკეულ ეტაპზე სათვალთვალო პუნქტიდან შეიძლება ხორციელდებოდეს ქვედანაყოფების მართვა. საარტილერიო ქვედანაყოფებში, ნაწილებში, საარტილერიო ჯგუფებში მოწინააღმდეგის დაზვერვის, მიზნის აღმოჩენის და ცეცხლის კორექტირებისათვის ეწყობა საარტილერიო სათვალთვალო პუნქტები. საარტილერიო სათვალთვალო პუნქტი შეიძლება იყოს ძირითადი და დამხმარე (მეწინავე და გვერდითი); წარმოადგენს საარტილერიო ქვედანაყოფის (ნაწილის) საბრძოლო წყობის ელემენტს.