კერესელიძე მთვარისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მთვარისა კერესელიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთვარისა კერესელიძე

კერესელიძე მთვარისა — (1942), ქართველი პოეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული გადაცემების განყოფილების რედაქტორად, გაზეთ „სახალხო განათლების” ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ... მისი დაარსებულია გაზეთი „პოეზია”, რომლის მთავარი რედაქტორიც თავადვე იყო, დამფუძნებელი და პრეზიდენტია შემოქმედ ქალთა ასოციაციისაა —„ოცნება”; მთვარისა კერესელიძის პირველი ლექსი „მე დავიბადე ივლისის თვეში” 1963 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოს ქალში”. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „სათავე”, „ჭრელი გაზაფხული”, „ოღონდ ისმინე”, „ფრესკის ღაღადი”, „მოგონება”, „პოეზია”, „დუმილის შემდეგ”, „წაგვლეკა მტერმა მოყვრულად”, „თუკი დღეს გადარჩა საქართველო”, „ასი ლექსი”.

დილა ბეთანიისა
მთები, მთები, ო, რა მთები
და ფერები იისა,
რა ლამაზად მობრძანდება
დილა ბეთანიისა.
მოქნეული ბილიკები, –
მთების ნაიარევი;
გზას აქ ერთად მივიკვლევდით,
დღეს სად დაიარები?
მთებზე ნისლი მიბალახობს,
სუსტი, გაუბედავი.
ორბელიანთ სამოსახლოს
შევეფეთო ნეტავი.
მთები, მთები, ო, რა მთები
და ფერები იისა.
რა ლამაზად მობრძანდება
დილა ბეთანიისა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები