მიმდინარეობა ხელოვნებაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიმართულება ხელოვნებაში-დან)
მიმართულება და მიმდინარეობა ხელოვნებაში – ცნება, რომელიც მონიშნავს ფუნდამენტურ სულიერ-შინაარსობრივ და მხატვრულ პრინციპებს, დამახასიათებელს ამა თუ იმ ხელოვანთა ჯგუფისა თუ სკოლის წარმომადგენლებისათვის; იგულისხმება აგრეთვე პროგრამულ-შემოქმედებითი, თემატიკური, სტილური მსგავსება. ანალიზის პროცესში ისინი ხშირად გამოყენებულია როგორც სინონიმები, ზოგჯერ კი მიმდინარეობაში გულისხმობენ მთლიანად სკოლას ან ხელოვანთა ჯგუფს, ხოლო მიმართულებაში მხატვრულ მეთოდს და სტილს.