ცანავა მიმოზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიმოზა ცანავა-დან)
ცანავა მიმოზა − (1948), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „დამსხვრეული ყავარჯენი”, „კოლხური სევდა”, „ტკივილის ტვირთი”, „მარტოობის ქალი”.
- ტკივილის ტვირთი
- ქარიშხალივით ამედევნები
- და სულის მოთქმას არ მაცლი, ფიქრო,
- მე ერთგულებით გზიდე და გზიდე,
- შენ არ მომეშვი, ტკივილის ტვირთო!
- თავის დაღწევა ხომ ბევრჯერ ვცადე,
- მარცვალი ვთვალე სულ თითო-თითოდ,
- მაინც ვერა და ვერ დაგემალე,
- ყველგან მიპოვე, ტკივილის ტვირთო!
- რა დაისახე მიზნად არ ვიცი,
- მიმაქანებდი უფსკრულში თითქოს,
- მაგრამ ვერაფრით ვერ დამანარცხე
- შენი ოინით, ტკივილის ტვირთო!
- რაც მეტი ლოდი გულზე დამადე,
- მით უფრო მეტად შემმატე ძალა,
- როგორც კონკიას ბედით დაჩაგრულს,
- ლოცვა მამაღლებს, უფალი მფარავს
- და სულ ამაოდ ამომიჩემე,
- ყველაფერსა აქვს სასრული, ვით ომს,
- ეს შენ კი არა მე დაგამარცხე,
- ვერ მომერიე, ტკივილის ტვირთო.
- ისევ მორჩილად თავს დაბლა დავხრი,
- ისევ მოთმენით ბევრ რამეს გითმობ,
- ტკივილით შობილს და ასე ამტანს,
- ვერას დამაკლებ, ტკივილის ტვირთო!