მირიანაშვილი მირიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მირიან მირიანაშვილი-დან)
მირიან მირიანაშვილი – დაიბადა 1961 წლის 1 იანვარს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1983), ასპირანტურა (1987).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა (1987-2003).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ეკონომიკური რეფორმის კომისიის, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).