ხერგიანი მირონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მირონ ხერგიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირონ ხერგიანი

ხერგიანი მირონ – (1943), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. მისი პირველი ლექსები 1962 წელს გამოქვეყნდა თსუ-ს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, პირველი მოთხრობა „თეთრი მწვერვალი“ კი – 1963 წელს ჟურნალ „პიონერში“. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები – რომანები, მოთხრობები, ლექსები, პუბლიცისტური სტატიები, მხატვრული ნარკვევები და თარგმანები პერიოდულად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდის ცალკე წიგნებად.


* * *
ეს რა სევდის ცა არი, ეს ცა სევდის ცა არი,
არა - ჩვენი ბავშვობის... ყველაფერი უეცრად
და თვალდათვალ დაგვშორდა.
მეზმანება ვან-გოგი, სევდის ბორინაჟებში...
რუსთაველზე ტოლებთან ეშხით მოინაზები...
ეჰ, რა იყო ოდესღაც ორივენი ვბავშვობდით...
მერმე ფიქრნი განილტვნენ,
უმძრახებად დაშორდნენ...
მეზმანება ვან-გოგი, სევდის ბორინაჟებში...
რუსთაველზე ტოლებთან ეშხით მოინაზები...
ეშხით მოინაზები, რწევით ალვა-ტანისა,
ვარსკვლავთა ალმასები, ნაზად კრთომა მთვარისა,
შენზე ფიქრმა იშორა, შენზე ფიქრმა დანისლა...
ეს ცა სევდის ცა არი, არა - ჩვენი ბავშვობის...
ყველაფერი უეცრად და თვალდათვალ დაგვშორდა!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები