ანდრონიკაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიხეილ ანდრონიკაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრონიკაშვილი მიხეილ მიხეილის ძე (18.. – ) – ჩიხტის გამომგონებელი. დაიბადა სოფ. გურჯაანში. მას ჰყავდა და, ორივე ხელზე უთითო, რომელსაც თავსაბურს სხვა ადგავდა ხოლმე. თავსაბური რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა: ქალი წამოიხურავდა ლეჩაქს, შემოიკრავდა ერთ ლენტს, უკან გაკვანძავდა, მერე მეორეს, მესამეს და სხვ., ბოლოს კი ჩაიდებდა კისერზე. ყველაფერ ამას თითებით მიბმა სჭირდებოდა, რომ უკან გაეკვანძა. გიორგის დას კი, როგორც უთითოს, ეს არ შეეძლო და ყოველთვის სხვას უნდა მოერთო ხოლმე. ერთხელ გიორგიმ უყურა ამას და დაფიქრდა, ამას თუ არა მოვუხერხე, არ შეიძლებაო და გამოიგონა: აიღო შაქრის ქაღალდი და მაკრატელი, რამდენიმე ფენა გამოჭრა, თავის ქალაზე ერთმანეთს დააკრა, თავსაკრავი შემოახვია, ზევიდან მარმაში გადააკრა, მიიღო კოპი, წინ გაუკეთა შუბლის ქინძისთავი და მზამზარეულად დას მიართვა. ამიერიდან ყველამ აქედან შემოიღო ჩიხტა კოპი.

წყარო: გიორგი ანდრონიკაშვილისაგან მიღებული ცნობა.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები