მაყაშვილი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიხეილ მაყაშვილი-დან)
მიხეილ მაყაშვილი – (დ. 5 თებერვალი, 1955, თბილისი — გ. 23 თებერვალი, 2009).
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში (1977-90).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).