ჯიბუტი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიხეილ ჯიბუტი-დან)
მიხეილ ჯიბუტი – დაიბადა 1954 წლის 11 აპრილს ჩოხატაურში. — პოლიტიკოსი, ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება
- მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1977);
- ასპირანტურა (1980).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992): საკომპენსაციო სიით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
- საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი (1992-93).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): ედპ პარტიული სიით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე (2001-2002).
- თბილისის საკრებულოს წევრი (2002);
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.